tsveti

ჩვენ შესახებ

სამი წლის წინ ბაზრის მოკვლევის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ არ არსებობდა პროდუქტები, რომლებიც გოგონებს სახის დაბანის დროს დაეხმარებოდა, სველი მკლავების ნაცვლად, ჰარმონიულად ჩაეტარებინათ თავის მოვლის რუტინა. სწორედ ეს დაედო საფუძვლად ბრენდის გაჩენას ბაზარზე.

ძალიან გვინდოდა ბრენდის სახელი პროდუქტთან კავშირში ყოფილიყო, ამიტომ დაერქვა "la goutte", რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც "წვეთი".

გარდა ამისა, ბრენდი რამდენიმე თვეა გადავიდა კორპორატიულ თანამშრომლობაზე. სასტუმროებს, სალონებს და ესთეტიკურ ცენტრებს სთავაზობს თავიანთი ლოგოთი ბრენდირებულ სააბაზანო ნაკრებს, როგორიცაა: ხალათი,პირსახოცი,აბადოკი...

"La goutte • წვეთი" გამოირჩევა იმითაც,რომ მოხმარებელს პროდუქცია ორიგინალური სასაჩუქრე შეფუთვით მიეწოდება.